სატაცური ყველის სოუსში

მსუბუქი, ვიტამინებით მდიდარი და უგემრიელესი კერძია. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • სატაცური  450გრ;
  • წყალი  1,5ჭ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • კარაქი  1,5ს/კ;
  • ფქვილი  1ს/კ;
  • ყველი  200გრ;
  • მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ სატაცური, მაგარი ნაწილი მოვაჭრათ. ჩავდოთ მდუღარე წყალში და 2 წთ ვხარშოთ. საწურით ფრთხილად ამოვიღოთ. ტაფაში გავალღოთ კარაქი, დავამატოთ გაცრილი ფქვილი, მოვხალოთ, დავამატოთ ნახარში, 1/2ჭ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და ავურიოთ. დავამატოთ გახეხილი ყველი, ამოვურიოთ და გადმოვდგათ სოუსი. სატაცური ჩავაწყოთ შესაწვავ ფორმაში, დავასხათ ყველის სოუსი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 6-8 წთ. სატაცური ყველის სოუსში მზადაა! გატანის წინ კიდევ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი მწვანილი (სურვილისამებრ). გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო