ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმრის სარგებლიანობაზე ბევრს წერენ. ჩვენ არც ექიმები ვართ და არც ბიოლოგები, ამიტომ კონკრეტულ რეკომენდაციებს დაავადებებთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით. სამაგიეროდ, გაგაცნობთ რეცეპტს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ნამდვილად ნატურალური პროდუქტი. პროცესი მარტივია, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი. მოამზადეთ ვაშლის ძმარი სახლში და დიდხანს გექნებათ ნატურალური და ხარისხიანი პროდუქტი. დამზადების დრო: 6-7 თვე.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი  10ც;

მომზადების წესი:

კარგად გავრეცხოთ ვაშლი. გავჭრათ ოთხ ნაწილად. ცოტა ხანს გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ დაიჟანგოს. შემდეგ ჩავაწყოთ ღრმა ჯამში, დავფაროთ წყლით, გადავაფაროთ ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცი. დავდგათ ბნელ და თბილ ადგილას, მაგ.კარადაში. დავაყოვნოთ 6 თვე! კვირაში ერთხელ ამოვურიოთ და კვლავ გადავაფაროთ. 6 თვის შემდეგ მარლაში გავწუროთ, ვაშლს არ ვყრით, დავასხათ გადაწურული სითხე. 4 კვირის შემდეგ ვაშლის ძმარი მზად იქნება. გადავასხათ სასურველ ჭურჭელში და გამოვიყენოთ!

2 კომენტარები

    • გამარჯობა, წყალი იმდენი სჭირდება, რომ ვაშლი კარგად დაიფაროს, როგორც რეცეპტშია მითითებული

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო