ვაშლის მურაბა ლიმონის ცედრითა და დარიჩინით

მრავალფეროვნების თვალსაზრისით საინტერესო მურაბა გამოდის, გემრიელი, პოკანტური გემოთი. დამზადების დრო: 11 სთ.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი  1კგ;
  • შაქარი  1,2კგ;
  • ლიმონი  1ც;
  • დარიჩინი  1ჩ/კ;
  • წყალი 400მლ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ვაშლი და ლიმონი. გავტალოთ ლიმონი და ცედრა დავაქუცმაცოთ, ლიმონი გავწუროთ. წყალი წამოვადუღოთ, დავამატოთ შაქარი, ავურიოთ, გავხსნათ შაქარი და შემდეგ ცედრა დავამატოთ. 2 წთ ვადუღოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. გავთალოთ ვაშლი, წვრილად დავჭრათ. დავასხათ ლიმონის წვენი, სიროფი გავწუროთ მარლაში და დავასხათ ვაშლს. წამოვადუღოთ, გამოვრთოთ ცეცხლი, თავზე დავაფაროთ და 4 სთ დავაყოვნოთ. ისწევ წამოვადუღოთ, გადმოვდგათ და 5 სთ დავაყოვნოთ. დავდგათ ცეცხლზე და დარ იჩინი წამოდუღებამდე დავამატოთ. ვაშლის მურაბა ლიმონის ცედრითა და დარიჩინით გავაცივოთ და მშრალ ქილებში გადავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო