ზამთარში შესანახი მწვანე ბულგარული წიწაკა

ამ რეცეპტით მომზადებული ზამთარში შესანახი მწვანე ბულგარული წიწაკა ხრაშუნა და გემრიელი რჩება. სურვილისამებრ გამოიყენება სეზონის ცივ დროს. დამზადების დრო: 8 სთ.

ინგრედიენტები:

  • მწვანე ბულგარული წიწაკა  1კგ;
  • წყალი  300მლ;
  • შაქარი  50გრ;
  • ზეთი  50მლ;
  • ძმარი 9%-იანი  40მლ;
  • მარილი  20გრ;
  • სუნელოვანი პილპილის მარცვლები  3-5ც;
  • ნიორი  2-5კბილი;
  • ოხრახუში  ½კონა;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ბულგარული, მოვაცილოთ ყუნწები და თესლები, დავჭრათ სიგრძეზე. გავათბოთ წყალი, ზეთი და ძმარი. დავამატოთ შაქარი და მარილი, ავადუღოთ. ჩავაწყოთ ამ მარინადში დაჭრილი ბულგარული და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 10 წთ. თავზე დავაფაროთ. გავასტერილოთ ქილები, გავრეცხოთ ნიორი და ოხრახუში და დავჭრათ. ქილის ძირში ჩავდოთ ნიორი და ოხრახუში, პილპილის მარცვლები, მჭიდროდ ჩავაწყოთ ბულგარული და დავასხათ მარინადი. მოვხუფოთ რეზბიანი თავსახურით, ამოვაბრუნოთ ქილა და ამ მდგომარეობაში გავაცივოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო