ლეღვის მურაბა ლიმონით

ზამთარში ლეღვის მურაბა ლიმონით განსაკუთრებულად სასიამოვნოა, თან ვიტამინებითა და მიკროელემენტებითაა მდიდარი. ლიმონი საოცარ გემოს ანიჭებს ამ დესერტს. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ლეღვი  400გრ;
  • შაქარი  150გრ;
  • წყალი  100მლ;
  • ლიმონი  ¼ც;

მომზადების წესი:

ამ ინგრედიენტებით 0,5ლ-იანი ქილა მურაბა გამოდის. გავრეცხოთ ლეღვი, მოვაჭრათ ყუნწები. დავჭრათ ორად ან ოთხად, ჩავდოთ ქვაბში, დავამატოთ დაჭრილი ლიმონი, შაქარი და წყალი დავასხათ. დავდგათ ცეცხლზე, წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ 10 წთ. გადმოვდგათ და 2 სთ გავაცივოთ. შემოვდგათ ცეცხლზე, წამოვადუღოთ, 10 წთ ვადუღოთ, გავასტერილოთ ქილა და სახურავი, ცხელი მურაბა ჩავსხათ და მოვხუფოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო