მოშუშული კარტოფილი ყვავილოვანი კომბოსტოთი

კარტოფილი და ყვავილოვანი კომბოსტო  კარგად ეხამება ერთმანეთს. კერძს განსაკუთრებულ პიკანტურობას ანიჭებს აჯიკა და სანელებლები. ადვილად და სწრაფად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო  300გრ;
  • კარტოფილი  4ც;
  • აჯიკა  100გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • ნიორი  2კბილი;
  • ხახვი  1თ;
  • კარრი  გემოვნებით;
  • დაფნის ფოთოლი  გემოვნებით

მომზადების წესი;

კომბოსტო დავშალოთ ყვავილედებად, გავრეცხოთ და ოდნავ მოვხრაკოთ ზეთში. გადავიტანოთ ქვაბში. წინასწარ მომზადებული კარტოფილი და ხახვი დავჭრათ, ზეთში მოვხრაკოთ ერთად. დავჭყლიტოთ ნიორი და დავამატოთ. მოვაყაროთ ცოტა კარრი (ძალიან უხდება ამ კერძს). ტაფის მასა გადავიტანოთ ქვაბში, ყველაფერი შევურიოთ კარგად, მოვხრაკოთ დაბალ ცეხლზე, მარილი და პილპილი დავამატოთ. ასევე აჯიკაც, დავასხათ 1ჭ მდუღარე წყალი, დაფნის ფოთოლი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. როცა სითხეს მთლიანად შეიშრობს კერძი, ე.ი. მზადაა. მოშუშული კარტოფილი ყვავილოვანი კომბოსტოთი ცხელი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო