ყვავილოვანი კომბოსტო სიმინდით

სასარგებლო, გემრიელი, სამარხვო კერძია. ყვავილოვანი კომბოსტო სიმინდით კარგი იდეაა მსუბუქი და ჯანსაღი ვახშმისათვის. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • სიმინდი  2ც;
  • ყვავილოვანი კომბოსტო  300გრ;
  • პომიდორი  4ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ნიორი  2კბილი;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ სიმინდი. გავაცივოთ და დავმარცვლოთ. მოვამზადოთ დანარჩენი ინგრედიენტები. პომიდორი ოთხად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და ერთად მოვხრაკოთ. პარალელურად, მარილწყალში მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო, 2 წთ ვადუღოთ. გადავწუროთ და პომიდორს დავამატოთ. ასევე დავამატოთ ნიორი, სიმინდის მარცვლები, დავასხათ 1ჭ წყალი. გემოვნებით დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, პილპილი, მარილზე გავსინჯოთ, თუ საჭიროა, დავამატოთ. ვშუშოთ ბოსტნეულის მზაობამდე. გარნირად შეგვიძლია ბრინჯი მოვხარშოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო